მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ FIFA-ს პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მიერ მასსა და ლიონელ მესის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ კითხვაზე, ვინ უფრო იმსახურებს “ოქროს ბურთს”, ლიონელ მესი, თუ კრიშტიანუ რონალდუ, ბლატერმა არჩევანი არგენტინელზე შეაჩერა. გარდა ამისა, მის მიერ პორტუგალიელის დახასიათება ფეხბურთელისადმი პატივისცემის გამომხატველი ნამდვილად არ იყო.
ბლატერის საპასუხოთ, რონალდუმ, თავის Facebook-ზე, შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: “ეს ვიდეო ნათლად გვიჩვენებს თუ როგორი პატივისცემითაა გამსჭვალული FIFA ჩემი, ჩემი კლუბისა და ჩემი ქვეყნის მიმართ. ახლა, ბევრი რამ გასაგებია. ბატონ ბლატერს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ იმაში დარწმუნებული, რომ ის კვლავაც დამსახურებულად განაგრძობს თავისი საყვარელი გუნდებისა და ფეხბურთელების წარმატებების ხილვას.”