მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ახალი მთავარი მწვრთნელის - კარლო ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილია.
პორტუგალიისა და ჰოლანდიის ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ (1:1), 28 წლის ფეხბურთელს “სამეფო კლუბის” ძველ და ახალ მწვრთნელზე დაეკითხნენ.
“მე არ ვისაუბრებ ამ ადამიანზე, ის ამად არ ღირს”, – თქვა რონალდუმ ჟოზე მოურინიოზე და გააგრძელა – “კარლო ანჩელოტი კი, დიდებული მწვრთნელი და ადამიანია. უზომოდ კმაყოფილი ვარ, მისი ხელმძღვანელობით რომ მომიწევს თამაში. წელს პრიმერა დივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებით. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ კარგი გუნდი და კარგი მწვრთნელი გვყავს და მიზნის მიღწევას შევეცდებით”.
იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მადრიდელები პირველ ოფიციალურ მატჩს კვირას გამართავენ და ლა ლიგას პირველ ტურში “ბეტისს” უმასპინძლებენ.