ადრეც ვწერდით, რომ ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოდიოდა საპროტესტო აქციებით, რომლებიც თავის ქვეყანაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯების გიგანტურ მასშტაბებს აპროტესტებდნენ.
მათ კრიტიკას, არაერთი ცნობილი სპორტსმენი შეუერთდა და ერთ-ერთი მათგანი მათივე თანამემამულე რონალდოა, რომელსაც ეჭვი შეაქვს მუნდიალის ორგანიზატორთა კომპეტენტურობაში. იგი ტურნირისთვის მზადების გარშემო შექმნილ სიტუაციას სამარცხვინოს უწოდებს.
2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ბრაზილიის 12 ქალაქში, 12 ივნისიდან 13-ივლისამდე იმართება და ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუძღვება. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძლები ვიქნებით, – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა დილმა რუსეფმა რონალდუს კრიტიკის საპასუხოდ.