ლეგენდარულ ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო აღნიშნავს, რომ "ბარსელონას" ახალწვეული ნეიმარი ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი ჯერ არაა.
"ნეიმარი ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა "ბარსელონაში" დიდი კარიერა ელის. ბრაზილიელი მესისგან გამოცდილებას მიიღებს, საერთოდ ევროპაში თამაში წარმატებული კარიერის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თავიდან ნეიმარს, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, თუმცა შემდეგ საუკეთესოთა შორის აღმოჩნდება", _ განუცხადა Europa Press-ს რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" 21 წლის ნეიმარი "სანტოსისგან" 54 მილიონ ევროდ შეიძინა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგათმა კი არა შენ დაგვასვენე ლიოვ როგორ გაგაჩერეს ამდენი ხანი 3 თასი ითამაშე და ღირებული ვერაფერი ქენი,რომც მოიგო მსოფლიო იმედია აღარ დაგინახავ ნაკრებში,ჰაინკესი ან ჰიცფელდი მინდა ნაკრების მწვრთნელად
მსოფლიოს მოგებას უცდის და წავა ოჩოპინდრე ბდეშიD