ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ თავისი თანამემამულე ნეიმარი აქო და დიდი ფეხბურთელობა უწინასწარმეტყველა. “კიჭას” აზრით, კატალონიის “ბარსელონას” 21 წლის შემტევი ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.
“უეჭველია, რომ მართლაც დიდი ფეხბურთელი გახდება. ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი მოთამაშის სახელით შევა. ის სწორ გზაზე დგას. ნეიმარს საჭირო ქარიზმა აქვს და ყოველთვის წარმატებისკენაა მიმართული”, - განუცხადა რონალდომ Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” “სანტოსიდან” გადაბარგდა.