ლეგენდარული თავდამსხმელი რონალდო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს მიიჩნევს. სამხრეთამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში, ბრაზილიელმა ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებიც გამოარჩია.
“რა თქმა უნდა, კონფედერაციის თასი მუნდიალს ვერ შეედრება, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა მაინც აჩვენა თავისი ძალა. ბრაზილიის ნაკრებმა თამაში აშკარად გააუმჯობესა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების ბრწყინვალე შანსიც აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობთ. მუნდიალის უმთავრეს ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს მივიჩნევ. შემდეგ მოდიან გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები”, - განაცხადა “კიჭამ”.