ფეხბურთი

20:43 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს აშშ-ში ელიან

შესაძლოა, 34 წლის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა რონალდინიომ კარიერა “ნიუ იორკ რედ ბულსში” განაგრძოს. ამის შესახებ სამხრეთამერიკული გამოცემები იუწყებიან.

როგორც ირკვევა, რონალდინიოს ძმა და აგენტი – რობერტო დე ასის მორეირა “ნიუ იორკ რედ ბულსის” წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ჯერჯერობით, რობერტო დე ასის მორეირა ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ “ატლეტიკო მინეიროსთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ვეტერან ბრაზილიელს წინადადებები ინგლისიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან აქვს.

 

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120076