“ატლეტიკო მინეიროს” შემტევი რონალდინიო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის თურქულ “ბეშიქთაშში” გადასვლას გეგმავდეს.
ლიბერტადორესის თასის დასრულების შემდეგ, “ატლეტიკო მინეირომ”, ბრაზილიის სერია A-ში, 3 მატჩი გამართა და რონალდინიო მოედანზე არცერთ მათგანში არ გამოჩენილა. ამას დაემატა ისიც, რომ რონალდინიოს ძმა და აგენტი რობერტო დე ასისი სტამბულში იმყოფებოდა. შედეგად, ბრაზილიელი ვარსკვლავის გუნდიდან წასვლისა და მისი “ბეშიქთაშში” გადასვლის შესახებ ცნობების გავრცელება დაიწყო, მაგრამ თუ თავად რონალდინიოს დავუჯერებთ, საქმე ჭორებთან გვაქვს.
“მთავარმა მწვრთნელმა სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მოსამზადებლად გარკვეული დრო მომცა. ჩემი ფიქრები მხოლოდ “ატლეტიკო მინეიროს” უკავშირდება. აქ ბედნიერი ვარ და კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვაპირებ. რაც შეეხება ჩემი ძმის თურქეთში ვიზიტს, ის მისი სხვა კლიენტის საქმეს ეხებოდა.” – აცხადებს 33 წლის ფეხბურთელი.