ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული ბრაზილიელი ბურთის მგორებლის, რონალდინიოს ცოლი, ჯანინა მენდესი ჟურნალისტებმა სან პაულუს ერთ-ერთ ბარში მეგობრებთან ერთად მჯდომი შემთხვევით ნახეს და რა თქმა უნდა, მისთვის არც კითხვების კორიანტელი დაიშურეს.
ჟურნალისტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ მიზეზი, რის გამოც, უკანასკნელ პერიოდში რონალდინიო მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. ჯანინამ განაცხადა, რომ მისი ქმარი უბრალოდ გადაიღალა და ყელში ამოუვიდა მის შესახებ გავრცელებული ათასგვარი ჭორები.
რონალდინიოს ცოლმა უარყო ისიც, რომ რონალდინიო მუნდიალზე წაუსვლელობის გამო თითქოს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას გაუნაწყენდა. მით უმეტეს ის რაც ივლისში ბრაზილიის ნაკრების თავს მოხდა, რონალდინიოს ალბათY ნამდვილად არ აღუძრავდა იქ ყოფნის სურვილოს.