ფეხბურთი

13:11 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო სამუნდიალედ მდგმურებს ეძებს

 

“ატლეტიკო მინეირუს” ნახევარმცველი რონალდინიო, რომელიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამუნდიალე განაცხადში ვერ მოხვდა, მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატით მაინც გვარიანად იხეირებს. პენტაკამპეონთა ექსლიდერმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ჩემპიონატის მიმდინარეობისას რიო-დე-ჟანეიროში თავისი სახლის გაქირავება სურს.

2005 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის სახლში ცხოვრების მსურველებს დღიურად 15 ათას დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.

0.115987