ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს” ვარსკვლავი რონალდინიო მოახლოებულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ბრაზილიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.
“თამაშის ჩვენს სტილს არ შევცვლით. ისეთივე გუნდი ვიქნებით, როგორადაც გვიცნობენ. დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ.
გვარდიოლა ბრაზილიურ ფეხბურთს შესანიშნავად იცნობს. მას ამ ქვეყანაში ბევრი მეგობარი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მან უკვე იცის, როგორ უნდა ითამაშოს ჩვენს წინააღმდეგ.” – ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს Selecao Brasileira.
რონალდინიოს “ატლეტიკო მინეირო” და გვარდიოლას “ბაიერნი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ერთმანეთს იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ისინი ნახევარფინალებს მოიგებენ. გერმანელები თავიანთ მატჩს 17 დეკემბერს მართავენ, ხოლო ბრაზილიელები – ერთი დღით გვიან.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გვარდიოლამ, “ბარსელონაში” მისვლის შემდეგ, გუნდიდან გაუშვა.