ფეხბურთი

11:58 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო “ბეშიქთაშს” წლიურ 9 მილიონს თხოვს

რონალდინიო შეიძლება ევროპაში დაბრუნდეს. haber1903.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ატლეტიკო მინეირუს” ნახევარმცველს, რომელიც წლების განმავლობაში “პარი სენ-ჟერმენში”, “ბარსელონასა” და “მილანში” თამაშობდა, ამჯერად სტამბოლის “ბეშიქთაშის” ვარიანტი გამოუჩნდა.

სტამბოლური კლუბის პრეზიდენტმა ახმედ ნურ ჩებიმ უკვე კომენტარიც გააკეთა, რონალდინიოს ტრანსფერის განხორციელების შანსი 51 პროცენტია. მთავარი პრობლემა, რამაც შეიძლება მოლაპარაკება ჩაშალოს, ფინანსური მხარეა. 33 წლის ბრაზილიელი, რომელსაც “ატლეტიკო მინეირუსთან” კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება, თურქებისგან წლიურ ხელფასს – 9 მილიონ ევროს ითხოვს.

  


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120755