იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ “ვერონას” წარმოშობის ნახევარმცველი რომულო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 23-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა, მაგრამ ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა მუნდიალზე უარი თავად თქვა.
“პრანდელიმ 23-კაციან სიაში ჩემი გვარიც შეიყვანა, მაგრამ ვუთხარი, რომ მუნდიალისთვის მხოლოდ 70%-ით ვიყავი მზად. უსამართლობა იქნება, თუ იმ ფეხბურთელის ნაცვლად წავალ ბრაზილიაში, ვინც ჩემზე უკეთეს ფორმაშია”, - განუცხადა რომულომ იტალიურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი სტარტს 12 ივნისს აიღებს.