ჩოგბურთი

18:13 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომში პირველი ნახევარფინალისტები გაირკვნენ

რომის “მასტერზ1000”-ის პირველი ნახევარფინალისტი ჩერნოგორიული წარმოშობის კანადელი მილოშ რაონიჩი გახდა. მსოფლიო რეიტინგსიის 23 წლის მეცხრე ნომერმა ჩრდილოამერიკელმა კლასიფიკაციაში 27-ე ადგილზე მყოფ, რომში როჯერ ფედერერის დამმარცხებელ ფრანგ ჟერემი შარდის 6:3, 5:7, 6:2 მოუგო.

მატჩი 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. რაონიჩი კარიერის განმავლობაში მეხუთედ შეხვდა შარდის და მეხუთედაც მოახერხა მისი ძლევა. მილოშის სანახევარფინალე მეტოქეს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ესპანელი დავიდ ფერერის მატჩი გამოავლენს.  

კიდევ ერთი ნახევარფინალისტი რაონიჩის თანატოლი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი გახდა. სამხრეთსლავმა მეოთხედფინალში 36 წლის გერმანელის ტომი ჰაასის უარის შედეგად იმარჯვა. დიმიტროვმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, რის შემდეგაც ჰაასმა ბრძოლის გაგრძელება იუარა. ნახევარფინალში გრიგორი მალიორკელ რაფა ნადალსა და შოტლანდიელ ენდი მარეის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

0.125966