სხვა

21:04 | 25.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

„რომპეტროლის რალის სეზონი 2011“-ს ქალბატონები გახსნიან

„რომპეტროლის რალის სეზონი 2011“, კვირას, 27 მარტს, “ვარდების რევოლუციის მოედანზე”, განსხვავებული ფორმატით, ცნობილი ქართველი ქალბატონების შეჯიბრით გაიხსნება. სალომე ბაკურაძე, ირინა ონაშვილი, თიკო სადუნიშვილი, ალინა არველაძე, ნონო ხაჟომია, სოფო გელოვანი, ლალი ტოტიკაშვილი და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სხვა ქალბატონები ძალებს ამჯერად საჭესთან მოსინჯავენ.  
„რომპეტროლ საქართველოს“ და საავტომობილო ფედერაციის ინიციატივით, სეზონი აქციით - „მართე მანქანა მობილურის გარეშე“ - გაიხსნება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ქალბატონები მიიღებენ.
„მარტი ქალების თვეა, ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა მათი დღესასწაულები და კიდევ ერთი ხალისიანი და საინტერესო დღე გვეჩუქებინა. უკვე მე-4 წელია, ავტოსპორტის უცვლელი მხარდამჭერები ვართ, მაგრამ აქცია - „მართე მანქანა მობილურის გარეშე“ - პირველად ჩატარდება. ქალები საჭესთან ხშირად საუბრობენ ტელეფონით და საინტერესოა, როგორ გაართმევენ თავს შეჯიბრს, სადაც მობილურით საუბართან ერთად, გარკვეული სირთულეებიც ექნებათ დასაძლევი. ეჭვი არ მეპარება, რომ აქცია საინტერესოდ ჩაივლის, გამარჯვებულ გუნდს კი, პრიზად 2000 ლარი, ხოლო სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებულებს 100-100 ლიტრი საუკეთესო საწვავი „ეფიქსი“ ელის“ – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
შეჯიბრი ესტაფეტის ფორმატში ჩატარდება, ხოლო ყველა ქალბატონი წინასარბოლო ვარჯიშს გაივლის. შაბათს, მთელი დღის განმავლობაში, შეჯიბრის მონაწილეებს საწვრთნელ ტრენინგს ლისის ტბის შესასვლელთან საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი და პროფესიონალი ინსტრუქტორები ჩაუტარებენ.
„კვირას, შეჯიბრი 12:00 საათისთვის დაიწყება. მასში მონაწილე ქალბატონები გუნდებად დაიყოფიან და ყველა თანაბარ პირობებში, ერთი და იმავე ავტომობილით იასპარეზებს. თითოეული ქალბატონი ორ ერთნაირ მარშრუტს გაივლის, თუმცა, მე-2 წრეზე სირთულე ის იქნება, რომ მოუწევთ ტელეფონზე საუბარი. ღონისძიების წამყვანი, მობილური ტელეფონის საშუალებით, მათ დამაბნეველ კითხვებს დაუსვამს, ხოლო მაყურებლებს საუბრის მოსმენა და მანქანაში არსებული ვითარებისთვის თვალყურის დევნება, მოედანზე საგანგებოდ დამონტაჟებული „Bანგ&Oლუფსენ“-ის ბოლო თაობის მონიტორების საშუალებით ექნება. ტელევიზორები ცნობილმა ბრენდმა შეჯიბრისთვის მოგვაწოდა და ისიც ძვირფასს საჩუქარს დააწესებს“ - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
რაც შეეხება სხვა პრიზებს, სპეციალურად ამ დღისთვის, საგანგებოდ ქალბატონებისთვის შექმნილ ორ, ყველაზე მოდურ მობილურ ტელეფონს კომპანია „ბილაინი“ აწესებს. “ბილაინის” გასახსნელი მობილური ტელეფონი, რომელიც მალე გაყიდვაში გამოვა, მოდური დიზაინით გამოირჩევა და ორ ფერში - ვარდისფერსა და ნაცრისფერშია წარმოდგენილი. დიზაინთან ერთად, მას შესანიშნავი ტექნიკური მონაცემები გააჩნია. სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ მთლიანად ღონისძიებას და მის ყველა მონაწილეს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან ან ტრავმისაგან დააზღვევს. ამასთან, ყველა ქალბატონს ავტომობილის დაზღვევის შეღავათიან პირობებს შესთავაზებს და სპეციალურ საჩუქარსაც დააწესებს. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ ქალბატონებს კიდევ მრავალი პრიზი ელით. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, ერთი დღით 5-ვარსკვლავიან ნომერში ცხოვრებას დააწესებს, „ჯი.მარტი“ სასაჩუქრე კალათას, „ახალი ნათება“ განათების მოდურ აქსესუარს. ღონისძებას გამაგრილებელი სასმელით მთლიანად კომპანია „პეპსი“ უზრუნველყოფს. კომპანია „პიარ ოფის ჯი“ კი, პრიზებს სპეციალურად იმ 2 გუნდის ქალბატონებისთვის დააწესებს, რომლებიც საპრიზო სამეულში ვერ მოხვდებიან.
„რომპეტროლ საქართველო“ ავტოსპორტის მხარდაჭერი 2008 წლიდანაა და უკვე მეოთხედ, სეზონი მის სახელს ატარებს. წლეულს, ყველა შეჯიბრი გასული წლებისგან განსხვავებულ ფორმატში გაიმართება და ავტომოყვარულებს საინტერესო სანახაობებს შესთავაზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173949