არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარეს სერხიო რომეროს, “მონაკოს” დატოვება არ სურს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ არგენტინულ შოუში ისაუბრა.
მოგეხსენებათ, რომერო “სამპდორიას” ეკუთვნის, მაგრამ გასული სეზონი იჯარის წესით “მონაკოში” გაატარა და როგორც ჩანს, ფრანგულ კლუბში თამაში ძალიან ხიბლავს:
“მონაკოში” სიამოვნებით დავრჩებოდი, რადგან ჩემს შვილს სკოლისა და მეგობრების გამოცვლა არ სურს.” – აქვეყნებს რომეროს კომენტარს O Bola.
ამასთან, რომერომ საკუთარ თავზეც ისაუბრა:
“ვარსკვლავი არ ვარ. ვარსკვლავები მსოფლიო ფეხბურთში მრავლად არიან, მე კი ერთი ჩვეულებრივი მეკარე ვარ” – დაასრულა რომერომ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს რომეროს მომავალს ყველაზე ხშირად ლისაბონის “ბენფიკას” უკავშირებდნენ.
ლევან გოგოტიშვილი