“სამპდორიასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების მეკარე, სერხიო რომერო, “ბენფიკაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
27 წლის მეკარეს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება, მაგრამ, შესაძლოა, მან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გამოიცვალოს გუნდი. როგორც O Jogo იუწყება, “ბენფიკამ” გენუელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. ხელშეკრულების შესახებ სხვა ინფორმაცია არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, რომ რომერომ გასული სეზონი იჯარის წესით “მონაკოში” გაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა.
ლევან გოგოტიშვილი