ფრანგული პსჟ-ს ახალგაზრდა ნახევარმცველი ადრიენ რაბიო იტალიური “რომას” მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
რომაელები 18 წლის ფრანგის შეძენას ზაფხულში ეცდებიან და მათ ლონდონური კლუბების - “არსენალის”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
თავის მხრივ, პარიზელები “რომას” ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის შეძენით არიან დაინტერესებული და ამან შესაძლოა შეთანხმების პროცესი გაადვილოს. ცნობილია ისიც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ფრანგულ გრანდში ანაზღაურებით უკმაყოფილოა და პირადი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება სურს.
პსჟ-ს საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა რაბიომ გასული სეზონი “ტულუზაში” გაატარა, მერე პარიზში დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა.