“ნაპოლისთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩის წინ, “რომას” ფეხბურთელებმა – მაიკონმა და დოდომ ტრავმები მოიშუშეს და სათამაშოდ მზად არიან. ამის შესახებ Corriere dello Sport-ი იუწყება.
კუნთის პრობლემების გამო, დოდოს მე-20 ტურის შემდეგ აღარ უთამაშია, მაიკონი კი, მოედანზე უკანასკნელად 24-ე ტურში გავიდა. საგულისხმოა, რომ უახლოეს პერიოდში, “ჯალოროსის” კიდევ ერთი ტრავმირებული მცველი – ფედერიკო ბალზარეტიც დაუბრუნდება.
ცნობისათვის, “რომა” “ნაპოლის” კვირას დაუპირისპირდება.