იტალიური “რომას” მარჯვენაფლანგელმა დუგლას მაიკონმა ტრავმა თითქმის მოიშუშა. Lance.net-ის ცნობით, 32 წლის ბრაზილიელი სრული დატვირთვით ვარჯიშს შემდეგი კვირიდან დაიწყებს და “ჯალოროსის” უახლოეს მატჩშივე დაეხმარება.
“თითქმის 100%-ით ჯანმრთელი ვარ. ამ კვირაში, ინდივიდუალურად ვივარჯიშებ. რა თქმა უნდა, ფორმის აღდგენა მმართებს. წინ “ნაპოლისთან” რთული მატჩი გვაქვს”, - განაცხადა ვეტერანმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ მაიკონი სექტემბერში, ბრაზილიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებთა დაპირისპირებაში დაშავდა. ბრაზილიელს მუხლქვეშა მყესის ტრავმა ჰქონდა.