ფეხბურთი

11:37 | 17.10.2013 | ნანახია 1224 - ჯერ

რომარიო: “ბლატერი ქურდია”

 

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რომარიო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორების კრიტიკას განაგრძობს და ფიფას უმაღლესი პირების ლანძღვასაც არ ერიდება.

ESPNDeportes-სთან საუბარში რომარიომ ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს ქურდი, ხოლო გენერალურ მენეჯერ ჟერომი ვალკეს თაღლითი უწოდა.

“ფიფასგან კარგს არაფერს უნდა ველოდეთ, სადაც ზის თაღლითი სახელად ვალკე და ქურდი სახელად ბლატერი. . ისინი არ წარმოადგენენ მსოფლიო ფეხბურთის და მით უფრო ბრაზილიური ფეხბურთის ინტერესებს. ბრაზილიის მთავარობა არ უნდა ენდოს ვალკეს და არ უნდა მოაწერონ ხელი მის მიერ შემოთავაზებულ კონტრაქტებს. მე მათ არ ვენდობი. ისინი ბრაზილიაში მხოლოდ იმის გამო ჩამოდიან, რომ ჩვენი ხალხის ფული დაითვალონ. მე ბოლომდე დავრჩები იმ ფულის დარაჯად, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად იყენებენ” - განაცხადა რომარიომ.

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:40 | 17.10.2013
NGoLo KaNte (36472)

100%

12:43 | 17.10.2013
ნიორაძე (301)

ეს იმენა კოპიო ნათელაშვილია

12:28 | 17.10.2013
Lucky Luciano (3296)

კანონიერი ?

12:28 | 17.10.2013
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

აუ ეს რა მაგრა მევასება ტიპი რამდენ სიმართლეს იძახის და არავინ არ აქცევს ყურადრებას:დ მარა მაგარი ვხალისობ ხოლმე ამის სიტყვებზე

11:47 | 17.10.2013
rossonero1 (13120)

მართალს ბაზრობს )

0.113078