უკრაინელმა მწვრთნელმა რომან პოკორამ განაცხადა, რომ ლევან ყენიას სახით, ლვოვის "კარპატის" დიდი ტალანტი ჰყავს. პოკორა 4 წლის განმავლობაში მუშაობდა აზერბაიჯანულ 'სიმურგში" და ამჟამად უკრაინულ "ჰელიოსს" წვრთნის. ის "კარპატის" ფეხბურთელი გახლდათ, 8 წლის განმავლობაში თამაშობდა ამ კლუბში:
"ყენიას თამაში ადრეც მინახავს. მას შეუძლია, რომ "კარპატელი მესი" გახდეს. ან "ლვოველი მესი". ის მხოლოდ ნომინალურადაა მარცხენა ნახევარმცველი. თუ ასე გააგრძელებს პროგრესს, მართლაც დიდი ფეხბურთელი გახდება. ყენიას საკუთარ თავზე თამაშის აღება შეუძლია".