ფეხბურთი

22:28 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რომან პოკორა “გურიას” მწვრთნელი გახდა

ლანჩხუთის “გურიაში” სიახლეებია, კერძოდ, გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა უკრაინელი სპეციალისტი რომან პოკორა. ოთხშაბათს პოკორა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგინეს.

65 წლის უკრაინელი სპეციალისტი არაერთ კლუბში მუშაობდა, თუმცა ორგან დატოვა განსაკუთრებული კვალი: 2001 წელს უკრაინული “პოლიგრაფტეხნიკა” გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში, ხოლო 2009 წელს ზაქათალის “სიმურგს” ისტორიაში პირველად, ჩემპიონატში მესამე ადგილი დააკავებინა.

პოკორა ბოლოს (2010-2011) ხარკოვის “ჰელიოსში” მუშაობდა.

ის ლვოვის “კარპატიში” თამაშობდა და 130 მატჩი აქვს ჩატარებული ამ გუნდში, 1969 წელს კი საბჭოეთის თასიც მოიგო.

პოკორამ განაცხადა, რომ გუნდის ევროთასებზე გაყვანა დაისახა მიზნად.

 

0.102632