ფეხბურთი

17:04 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომან პოკორა “გურიას” ამბებზე:

 

ლანჩხუთის “გურიას” ყოფილმა მწვრთნელმა რომან პოკორამ, საქართველოში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, შეეხო ცუდ ფინანსურ სიტუაციას, რომელიც “გურიაში” ამდენი თვის განმავლობაში იყო.   

-       როდესაც “სიმურგს” ვწვრთნიდი, იქ ქართველი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი თამაშობდა. სწორედ ძველმა კავკასიურმა კავშირებმა მიმიყვანა ლანჩხუთში. გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა დამირეკა, ჩავედი მოსალაპარაკებლად, აზრები გავცვალეთ და გარანტიები მივიღე, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები არ შეექმნებოდა. მწვრთნელად დავინიშნე. იმ დროს, “გურია” მეცხრე ადგილზე იყო.

-       “გურიამ” საბჭოეთის დროს თავისი სახელი დატოვა ისტორიაში – როგორც ყველაზე პატარა ქალაქის გუნდმა, რომელსაც უმარლეს ლიგაში უთამაშია.

-       სრული სიმართლეა. 1987 წელს, “გურიას” მიხაილ ფომენკო წვრთნიდა, ბომბარდირი კი უკრაინელი ვიქტორ ხლუსი გახლდათ. და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ეს პიროვნებები გურიაში ლეგენდები არიან. თუმცა, ოთხი თვის განმავლობაში, რაც “გურიას” მწვრთნელი ვიყავი, სულ რამდენჯერმე ვიყავი ლანჩხუთში. საქმე ისაა, რომ ადგილობრივ სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და მეტოქეებს ქობულეთში ვმასპინძლობდით. თავად ფოთში ვცხოვრობდი. კლუბმა იქ ბინა გამომიყო, თუმცა თავად მიხდებოდა თანხის გადახდა.

-       ამის შესახებ დააკონკრეტეთ.

-       “გურია” ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ამიტომაც ხარჯები მხოლოდ საწყის შესატანსა და გასვლით მატჩებზე მგზავრობას ეყო. და თუ ყურად ვიღებთ, რომ კლუბი ვერაფერს შოულობდა, არაა გასაკვირი, რომ ფეხბურთელები ხელფასს ვერ იღებდნენ. პრემიალურების დავალიანებაცაა. თუმცა, უნდა შევაქო შეგირდები, რომლებიც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაშიც კი ღირსეულად თამაშობდნენ და ნოემბერში გაფიცვა რომ არ მოეწყოთ და ვარჯიშები არ გაეცდინათ, დარწმუნებული ვარ, ახლა “გურია”, მინიმუმ, მესამე ადგილზე იქნებოდა. 

-       “სიმურგში” როცა იყავით, გუნდში 5 უკრაინელი ფეხბურთელი თამაშობდა. “გურიაში” გყავდათ უკრაინელი?

-       გამოცდილი მცველი ვიტალი შუმეიკო მივიწვიე, “გურიაში” 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა როცა დარწმუნდა, რომ კლუბი შეთანხმებულ პირობებს არ შეუსრულებდა, უკრაინაში დაბრუნდა.

-       დაუჯერებელია, რომ საუბარია გუნდზე, რომელიც მესამეადგილოსან (ევროპის ლიგაზე გამსხვლელ პოზიციაზე მყოფ) “დილას”, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

-       მდგომარეობა მართლაც რთულია. ერთი თვის წინ, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს მოთმინების ფიალა აევსოთ. ჩვენ სხვა ორგანოებსაც მივმართეთ თხოვნით, რათა კლუბის ხელმძღვანელობისთვის დაევალებინათ თანხის დაფარვა. და მიუხედავად “გურიასთან” ჩემი მოქმედი კონტრაქტისა, ლანჩხუთში დაბრუნება არ მსურს. არაა გამორიცხული, საქართველოში დავბრუნდე, ოღონდ სხვა კლუბში, სადაც მხოლოდ დაპირებებით არ შემოიფარგლებიან.

P.S. პოკორას ჯერ არ სურს ამ ქართული კლუბის დაკონკრეტება. ისე, ყაზახეთიდანაც აქვს წინადადება.   

 

0.136588