ფეხბურთი

22:47 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია: “დინამოს” მწვრთნელი უცხოელი იქნება”

 

თბილისის “დინამო” მეთხუთმეტედ გახდა ჩემპიონი და კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფიაც სხვებთან ერთად ზეიმობდა. აქვე, ფიფიას კომენტარი “მსოფლიო სპორტთან”:

-       ძალიან გახარებული ვარ. დამსახურებული ჩემპიონობა მოვიპოვეთ. შეიძლებოდა, უფრო ადრე გვეზეიმა და 15-ქულიანი სხვაობაც ყოფილიყო მდევართან, მაგრამ საბოლოდ, ყველაფერი მაინც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. არ დავმალავ, ჩემპიონატის მსვლელობისას ბევრს ვნერვიულობდი. წინ თასის ფინალია და ვეცდებით, შარშანდელივით დუბლი შევასრულოთ. 

-       ხომ არ გვეტყოდით, ვინ იქნება “დინამოს” ახალი მწვრთნელი?

-       ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ,მოგვიანებით კი შეიტყობთ.

-       ქართველი იქნება თუ უცხოელი?

-       უცხოელი.

0.118583