ფეხბურთი

11:40 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” სტროტმანისთვის 17 მილიონი გაამზადა

ეინდჰოვენის პსვ-სა და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი კევინ სტროტმანი უახლოეს მომავალში შეიძლება “რომაში” ჩაირიცხოს. ევროპული გამოცემების ცნობით, რომაელებმა “ეინდჰოვენის” ხელმძღვანელობას უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართეს – 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონ ევროს სთავაზობენ.

ტრანსფერს ჰოლანდიელთა დასტურიღა აკლია. ისინი გუნდის ლიდერის გაშვებას მხოლოდ 20 მილიონის აღების შემთხვევაში დათანხმდებიან. თავად სტროტმანმა კი უკვე გაამხილა, რომ “რომაში” გადასვლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115327