ფეხბურთი

0:59 | 8.01.2014 | ნანახია 1920 - ჯერ

“რომამ” ნაინგოლანის ტრანსფერი დაადასტურა

25 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი “რომას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რომაულმა გუნდმა ფეხბურთელი არენდით აიყვანა.
“ჯალოროსი”, სეზონის ბოლომდე, “კალიარის” 3 მილიონ ევროს გადაუხდის. სეზონის ბოლოს, “რომა” კიდევ 6 მილიონს გადაიხდის და ფეხბურთელთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც მოქმედი 2018 წლამდე იქნება.

რაჯა ნაინგოლანი “კალიარიში” 2010-2014 წლებში თამაშობდა. იტალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 131 თამაშში მან 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში, ბელგიელმა 18-დან 17 მატჩში ითამაშა, ყველა მათგანი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და თავი 2 გოლით გამოიჩინა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:21 | 08.01.2014
El Fenomeno (2082)

1 კაი თავდასხმა უნდათ და ეგაა რა

14:04 | 08.01.2014
tengoroma (4673)

რომა 2 ადგილი არ უნდა დავთმოთ

11:24 | 08.01.2014
Lucky Luciano (3296)

ესეც ბელგიელია ტოო ? ტიპები 2 გუნდს გააკეთEბენ ისეთი სასტავი ყავთ

11:01 | 08.01.2014
franchesco (248)

რომა მილანს წელს ყველა ფეხბურთელი დაახია თითქმის ვისი ყიდვაც მილანს ძაან უნდოდა

11:33 | 08.01.2014
giorgi200 (317)

სტროოტმანი. კიდე?

12:01 | 08.01.2014
mu7van (1606)

ლიაიჩი

12:33 | 08.01.2014
giorgi200 (317)

კიდევ კაი, შეარგოთ ღმერთმა.

10:00 | 08.01.2014
giorgi200 (317)

დავრჩით შიშველი ტრაკებით ყინულზე!

01:37 | 08.01.2014
NGoLo KaNte (36472)

თავისი სათვალით ))

01:30 | 08.01.2014
lucatoni (284)

კარგია საღოლ,

0.13122