ფეხბურთი

11:42 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” მარკინიოსი 25 მილიონად არ გაყიდა

იტალიურმა “რომამ” კატალონიის “ბარსელონას” მარკინიოსის ტრანსფერზე უარი უთხრა. Corrierre dello Sport-ის ცნობით, “ბლაუგრანა” 18 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ იტალიელებმა მცველის გასხვისება არ ისურვეს. 

მიმდინარე სეზონში წარმატებული თამაშით, ბრაზილიელმა არაერთი ევროპული კლუბის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ თავად მარკინიოსს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის გაგრძელება “რომაში” სურს. 
მოგეხსენებათ, “ბარსელონა” მცველს აქტიურად ეძებს. მარკინიოსის გარდა, კატალონიელები “დორტმუნდელი” მატს ჰუმელსის შეძენითაც არიან დაინტერესებულნი.

 

0.118782