იტალიურმა “რომამ” ლონდონის “არსენალიდან” ჟერვინიოს ტრანსფერი საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა. დედაქალაქურმა კლუბმა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისურ გრანდს 8 მილიონი ევრო გადაუხადა, კიდევ 1.75 მილიონი კი, “მეთოფეებმა”, შესაძლოა ბონუსების სახით მიიღონ. ისიც ვთქვათ, რომ კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
ცნობისთვის, “რომამ” ჟერვინიოს ტრანსფერის შესახებ ჯერ კიდევ კვირანახევრის წინ გამოაცხადა, თუმცა, იტალიელებს ფეხბურთელის განაცხადში შეყვანასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ: რომაელებს შემადგენლობიდან ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელი უნდა “ამოეგდოთ”, რომელსაც ევროკავშირის მოქალაქის პასპორტი არ გააჩნდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჟერვინიომ ინგლისურ პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და აქტივში 7 გოლი და 5 საგოლე პასი ჰქონდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცოდვაა..... მოდი
იმ რამდენიმე ამოტივტივებული ქალის სურათები მაინც დაგედოთ, ცოტა აზრი მიეცემოდა ამ სტატიაზე შემოსვლას
აჰაჰა
ერთი მაგისიც.რაში გვაინტერესებს ესეთი ამბები
ადმინს აინტერესებს და გვიდებს
მემარჯვენეა ჭაბუკობიდანDD