ფეხბურთი

9:54 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ „იუვენტუსის“ რეკორდი მოხსნა

„რომამ“ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის საწყის 10 ტურში ყველა მატჩი მოიგო და ამით, ტურინის „იუვენტუსის“ რეკორდი მოხსნა. „ჯალოროსისთვის“ ისტორიული მატჩი „კიევოს“ წინააღმდეგ შედგა.

რუდი გარსიას გუნდი დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დაჯერდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომაელები 67–ე წუთზე დაწინაურდნენ – ალესანდრო ფლორენცის ჩაწოდებული ბურთი მარკო ბორიელომ ზუსტი თავურით გადაგზავნა სტუმართა კარში.

მასპინძლებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

რომი. „ოლიმპიკო“. 39000

რომა – კიევო 1:0 (0:0)

რომა: დე სანკტისი, ბენატია, ტოროსიდისი, კასტანი, დოდო (ბალზარეტი 65), დე როსი, პიანიჩი (ბრედლი 81), სტროტმანი, მარკინიო (ფლორენცი 59), ბორიელო, ლიაიჩი.

მწვრთნელი: რუდი გარსია

კიევო: პუჯონი, დრამე (ესტიგარიბია 66), დაინელი, სარდო, ფრეი, კლეიტონი (პაპი 62), რიგონი, ბენტივოლიო (აკოსტი 77), ჰეტემაი, პელისიე, პალოსკი.

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო

გოლი: 1:0 ბორიელო (67)

გაფრთხილებები: კასტანი (26), პიანიჩი (50), ლიაიჩი (77) – სარდო (17), დაინელი (39), ჰეტემაი (77), პელისიე (78), რიგონი (79)

კარში დარტყმა: 18 (3) – 2 (1) ჯარიმა: 12 - 18 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 1 - 6 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 1 – 2

0.113993