ფეხბურთი

21:19 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” “იუვენტუსის” რეკორდი გაიმეორა

“უდინეზესთან” მოგებული მატჩით, “რომამ” ტურინის “იუვენტუსის” რეკორდის გამეორება მოახერხა. “ჯალოროსიმ” იტალიის ჩემპიონატის საწყის 9 ტურში ყველა მატჩი მოიგო, რაც მხოლოდ “ბებერ სინიორას” ჰქონდა გაკეთებული.

ტურინელებს ასეთი შედეგი იტალიის ჩემპიონატის 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ.

კვირას, “რომამ” “უდინეზე” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი რომაელთა ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი გახდა.

 

0.119025