სერია A-ს 37-ე ტურის ბოლო მატჩში, „რომამ“ „მილანში“ არ წააგო, რის გამოც, „როსონერიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება ვერ მოახერხა. ბოლო ტურის წინ, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მდევარ „ფიორენტინას“ 2 ქულით უსწრებს. ურთიერთშეხვედრებში, „ფიორენტინას“ „მილანთან“ უპირატესობა აქვს და ამის გამო, ბოლო ტურში, მილანელებს სერია B-ში უკვე გავარდნილ „სიენასთან“ სტუმრად მოგება მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „ფიორენტინამ“ ბოლოადგილოსანი „პესკარა“ დაამარცხა, ჩემპიონთა ლიგაზე ფლორენციელები ითამაშებენ.
„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა. მოგება ორივე გუნდს სჭირდებოდა. „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გასანაღდებლად, ხოლო „რომას“ ევროპის ლიგის საგზურის სერია A-დან მოპოვების შანსის შესანარჩუნებლად. უგოლო ფრე იმას ნიშნავს, რომ მიზანს ვერცერთმა გუნდმა მიაღწია.
„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართულ მატჩში მოგების მეტი შანსი „რომას“ ჰქონდა, მაგრამ სტუმრებმა ეს ვერ გამოიყენეს. დედაქალაელებმა ვერც იმით ისარგებლეს, რომ მთელი ნახევარი თამაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ. ტაიმის მიწურულს, მოედნიდან მუნტარი გააძევეს. ამის მიზეზი მის მიერ ბალოტელის გაფრთხილების აქტიურად გაპროტესტება იყო. მე-2 ტაიმის ბოლოს, წითელი ბარათი უკვე ტოტიმ მიიღო. მან ყოფილ თანაგუნდელს, ფილიპ მექსეს სახეში იდაყვი ჩაარტყა.
ვერავინ აჩერებს „უდინეზეს“ და მის უბერებელ ლიდერს, ანტონიო დი ნატალეს. უდინელებმა ზედიზედ მე-7 თამაში მოიგეს და ევროპის ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. „ატალანტასთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში, მასპინძელთაგან, თავი ორივე შემთხვევაში 35 წლის დი ნატალემ გამოიჩინა. მან 43-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 52-ეზე გამარჯვებისა გაიტანა.
„უდინეზეს“ 2 ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში „ინტერთან“ მოგების აუცილებლობის წინაშე აყენებს „ლაციო“, რომელმაც „სამპდორია“ უქულოდ დატოვა და თავად ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო.
სერია B-ში ოფიციალურად გადაინაცვლეს „პალერმომ“ და „სიენამ“. პირველი მათგანი ფლორენციაში, ლუკა ტონის ზუსტი დარტყმის გამო დარჩა უქულოდ. „სიენა“ ნეაპოლში იგებდა, მაგრამ ვალტერ მაცარის შეგირდებმა 2-ჯერ გატანა და 3 ქულის აღება მოახერხეს.
ბოლო ტურში, მოტივირებული მხოლოდ 4 გუნდი იქნება. ყველა მათგანს მოგება სჭირდება და ოთხივე სტუმრად ითამაშებს.
ჯენოა-ინტერი 0:0
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000
ჯენოა (4-3-1-2): ფრეი, გრანქვისტი, პორტანოვა, მანფრედინი, ანტონელი, რიგონი, მათუსალემი, ვარგასი (მორეტი 90), ბერტოლაჩი, ბორიელო (იმობილე 87), ფლორო ფლორესი (კუცკა 75).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
ინტერი (4-3-2-1): ჰანდანოვიჩი, სკელოტო, რანოკია (სპენდჰოფერი 77), პაზა, ნაგატომო, კუზმანოვიჩი, კოვაჩიჩი, კამბიასო, ალვარესი (კასანო 60), გუარინი (ბენასი 83), როკი.
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
გაფრთხილებები: მათუსალემი 43 - გუარინი 36.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 10 (4)-6 (3), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 5-0, სეივი: 2-4, ჯარიმა: 10-8.
ფიორენტინა-პალერმო 1:0 (1:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 28023
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო, რონკალია, როდრიგესი, სავიჩი (ჰეგაზი 74), პასკუალი, ფერნანდესი, პისარო, ვალერო (რომულო 83), კუადრადო, ტონი (მილიაჩო 71), იოვეტიჩი.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
პალერმო (3-5-2): სორენტინო, ფონ ბერგენი, დონატი, მუნიოსი, მორგანელა, არევალო რიოსი (ვიოლა 58), ფორლინი (სანსევერინო 78), კურტიჩი, გარსია, ერნანდესი (მიკოლი 63), დიბალა.
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
გოლი: 1:0 ტონი (41).
გაფრთხილებები: სავიჩი 16 - ფორლინი 27, კურტიჩი 61, გარსია 66, ვიოლა 78.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 14 (6)-10 (2), კუთხური: 7-9, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-4, ჯარიმა: 9-20.
კიევო-ტორინო 1:1 (1:1)
ერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000
კიევო (3-5-2): პუჯონი, ანდრეოლი, დაინელი (სეზარი 46), ფრეი, სარდო, ვაჩეკი, კოფიე, სეიმური, სამპირიზი (ჰეტემაი 57), ტერო (სოვე 81), სტოიანი.
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
ტორინო (3-5-2): ჟილე, დი ჩეზარე, როდრიგესი, ოგბონა, დარმიანი, ბრიგი, ვივესი, ბაშა, მაზიელო, ჩერჩი (ჟონათასი 86), ბარეტო (მეჯორინი 80).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 ტერო (10), 1:1 ჩერჩი (19, პენ).
გაფრთხილებები: კოფიე 40, სეზარი 56, სეიმური 71 - ვივესი 78.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 5 (3)-9 (5), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-2, ჯარიმა: 10-12.
უდინეზე-ატალანტა 2:1 (1:1)
უდინე, “ფრიული” 15000
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი, ბენატია, დანილო, დომიცი, ბასტა (ბადუ 56), ალანი, პინცი, სილვა, პერეირა, მურიელი (ზილინსკი 61), დი ნატალე (რანეგიე 89).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბელინი, ლუჩინი, კანინი, დელ გროსო, ჯორჯი (ტროიზი 53), კარმონა, რადოვანოვიჩი (პალმა 71), დე ლუკა, მორალესი (ბონავენტურა 56), პარა.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 0:1 დე ლუკა (10), 1:1 დი ნატალე (43), 2:1 დი ნატალე (52).
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი 49.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 11 (6)-11 (7), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 4-2, სეივი: 7-3, ჯარიმა: 7-17.
ლაციო-სამპდორია 2:0 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო” 32000
ლაციო (4-4-2): მარკეტი, გონსალესი, ბიავა, კანა, რადუ (დიასი 63), კანდრევა, ონაზი, ერნანესი (ლედესმა 51), ლულიჩი, ფლოკარი (კოზაკი 87), კლოზე.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
სამპდორია (3-5-2): და კოშტა, მუსტაფი, გასტალდელო, როსინი, როდრიგესი, მუნარი (რენანი 61), მარესკა, პოლი (ობიანგი 71), პოულსენი (ბერარდი 46), სანსონე, იკარდი.
მწვრთნელი: დელიო როსი.
გოლები: 1:0 ფლოკარი (10), 2;0 კანდრევა (90+3, პენ).
გაფრთხილებები: ფლოკარი 73 - როდრიგესი 16, მარესკა 43, მუსტაფი 86.
გაძევება: რენანი 90.
მსაჯი: ანდრეა რომეო.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 10 (7)-10 (4), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-5, ჯარიმა: 15-12.
ნაპოლი-სიენა 2:1 (0:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო” 39000
ნაპოლი (3-4-1-2): როზატი, გრავა (ლ. ინსინიე 56), კანავარო, როლანდო, მესტო, ინლერი, ჯემაილი, არმერო, ელ კადური (პანდევი 78), კალაიო (ჰამშიკი 63), კავანი
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი
სიენა (3-5-2): პეგოლო, ტერცი, ტერლიცი, ფელიპე, ვიტიელო (ანჯელო 65), ბოლძონი, კალელო, დელა როკა, გრილო, აგრა (რეჯინალდო 79), ემეგარა (პაოლუჩი 69)
მწვრთნელი: ჯუზეპე იაჩინი
გოლები: 0:1 გრილო (36), 1:1 კავანი (73), 2:1 ჰამშიკი (90+2)
გაფრთხილება: ლ. ინსინიე 77
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (12)-12 (4), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 6-0, სეივი: 10-15, ჯარიმა: 7-17.
პარმა-ბოლონია 0:2 (0:1)
პარმა, “ენიო ტარდინი” 22000
პარმა (4-3-3): მირანტე, როზი, პალეტა, ლუკარელი, ბენალუანე (მესბა 46), პაროლო (მორონე 83), მარკიონი, ამპუერო (პალადინო 69), ბიაბიანი, ამაური, ბელფოდილი.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი, გარიკსი, სორენსენი, ნალდო, მორლეო, კრინი, ტაიდერი, ხრისტოდულოპულოსი, დიამანტი (გუარენტე 86), პასკუატო (მოსკარდელი 60), გაბიადინი (აბერო 74).
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
გოლები: 0:1 ტაიდერი (6), 0:2 მოსკარდელი (76).
გაფრთხილებები: მარკიონი 32, მესბა 90+3 - გარიკსი 8, მორლეო 47, ნალდო 62.
მსაჯი: ალეანდრო დი პაოლო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 10 (6)-8 (5), კუთხური: 13-2, თამაშგარე: 4-4, სეივი: 3-6, ჯარიმა: 23-14.
მილანი-რომა 0:0
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 50000
მილანი (4-3-3): აბიატი, დე შილიო, მექსე, საპატა, კონსტანტი, ფლამინი (პაცინი 81), ამბროზინი, მუნტარი, ბოატენგი (ნოჩერინო 78), ბალოტელი, ელ შაარავი (რობინიო 72).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
რომა (3-4-3): ლობონტი, მარკინიოსი (ფლორენცი 74), ბურდისო, კასტანი, მარკინიო, ბრედლი, პეროტა (პიანიჩი 71), დოდო, ტოტი, ოსვალდო (დესტრო 82), ლამელა.
მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი.
გაფრთხილებები: ბალოტელი 40, ამბროზინი 78, კონსტანტი 90+3 - დოდო 73, ბურდისო 88, ტოტი 90.
გაძევებები: მუნტარი 41 - ტოტი 90+2.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 8 (4)-12 (8), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 16-8, ჯარიმა: 14-15.