ფეხბურთი

2:17 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ ჩემპიონთა ლიგა გაინაღდა, „მილანი“ ევროპის ლიგას მიუახლოვდა

სერია A-ში ზედიზედ მე-8 მოგებით, „რომამ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. რუდი გარსიას გუნდმა, 34-ე ტურში, „ფიორენტინას“ გასვლაზე სძლია და დედაქალაქელები მე-3 ადგილზე მყოფი „ნაპოლისთვის“ მიუწვდომელნი გახდნენ.

ფლორენციაში გამართული შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 26-ე წუთზე, „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ადემ ლიაიჩმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს წინა ხაზიდან შესანიშნავი გადაცემით 4 მეტოქე უსაქმოდ დატოვა, ხოლო ნაინგოლანმა, ვარდნაში დარტყმით, „რომას“ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიტანა.

მოგების მიუხედავად, „რომა“ ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მაინც დაშორდა. ამის მიზეზი ისაა, რომ 3 ქულა აიღო „იუვენტუსმაც“, რომელმაც „ბოლონიას“ ტურინში სძლია. ამ თამაშშიც ერთი გოლი გავიდა და ისიც მარჯვენა ფლანგიდან შეტევას მოჰყვა. 64-ე წუთზე, პოგბამ ისლას გადაცემა მიიღო და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა.

„რომას“ შემდეგ ყველაზე წარმატებული სერია „მილანს“ აქვს, რომელმაც სერია A-ს ზედიზედ 5 თამაში 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგო. კლარენს ზეედორფის შეგირდებმა „ლივორნოს“ უმასპინძლეს და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს, მარცხენა ფლანგიდან კონსტანტის ჩაწოდებას ზუსტი თავური ბალოტელიმ მოაყოლა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში 14 გოლი კარიერაში პირველად გაიტანა. 51-ე წუთზე, ტაარაბტმა მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა. ბალოტელისთან ბურთი გაითამაშა, საჯარიმოში შევიდა და „ლივორნოს“ კარში მე-2 გოლი გაიტანა. შეხვედრაში წერტილი პაცინიმ დასვა, რომელმაც თამაშის გმირის, ბალოტელის გადაცემა 83-ე წუთზე გამოიყენა.

ამ მოგების შემდეგ, „მილანი“ ევროპის ლიგის ზონაში მყოფ „პარმას“ ქულებით გაუთანაბრდა. „ჯვაროსნებს“ „როსონერისთან“ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს, აქედან გამომდინარე, ზეედორფის შეგირდებს კონკურენტზე მეტი ქულის დაგროვება მართებთ.

„მილანმა“ „პარმასთან“ გათანაბრება თანაქალაქელი „ინტერის“ წყალობით მოახერხა, რომელმაც რობერტო დონადონის გუნდი უქულოდ დატოვა. „ენიო ტარდინიზე“ გამართულ მატჩში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ანტონიო კასანომ თავისი ყოფილი გუნდის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მას ჰანდანოვიჩმა აჯობა.

მე-2 ტაიმის დასაწყისში, პალეტამ წითელი ბარათი მიიღო და „ინტერმა“ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც სტუმრებმა მალევე გამოიყენეს. 48-ე წუთზე, ერნანესის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში, თავური დარტყმით, როლანდუმ გახსნა. 89-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტყმით, ფრედი გუარინმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ბოლო 3 თამაშიდან ქულები მეორეში დაკარგა „ნაპოლიმ“. უდინეში გამართულ მატჩში სტუმრებმა ანგარიში 39-ე წუთზე, კალიეხონის დარტყმით გახსნეს. 54-ე წუთზე, რეინამ ბურთი მეტოქეს ჩააბარა, შემდეგ ფერნანდესის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა და გუნდს ქულები დააკარგვინა.

დრამატული თამაში გაიმართა რომში, სადაც „ლაციომ“ და „ტორინომ“ ქულები გაიყვეს. სახიფათო მომენტებით დახუნძლულ შეხვედრაში დედაქალაქელები 2-ჯერ იგებდნენ, ხოლო 89-ე წუთზე უკვე მდევრის როლში იყვნენ. „ტორინოს“ 3-მატჩიანი მოგებათა სერია კანდრევამ შეწყვიტა, რომელმაც ქულების გამყოფი გოლი მე-4 დამატებულ წუთზე გაიტანა.

 

ჯენოა-კალიარი 1:2 (1:1)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 20000

ჯენოა (3-4-3): პერინი, დე მაიო, ბურდისო, მარკეზე, მოტა, სტურარო, ბერტოლაჩი (დე ჩელიე 81), ანტონელი, კონატე (კოფიე 56), ჯილარდინო, სკული (ფეტფაციდისი 66).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო (პერიკო 50), როსეტინი, ასტორი, აველარი, დესენა, კონტი, ერიკსონი, საუ (ნენე 84), იბრაიმი, იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 დე მაიო (3), 1:2 საუ (37), 1:2 იბარბო (82).

გაფრთხილებები: სტურარო 7, დე მაიო 56 - ავრამოვი 3, აველარი 58, დესენა 89, იბარბო 90+2.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (3)-10 (4), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 9-17.

 

ატალანტა-ვერონა 1:2 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-1): კონსილი, ნიკა (ესტიგარიბია 56), ბენალუანე, იეპესი, ბრივიო, რაიმონდი, ბაზელი (ჩიგარინი 63), კარმონა, ბონავენტურა, ლივაია (მორალესი 52), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, პილუდი, მორასი, მარკესი, ალბერტაცი, სირილიანო, დონატი (დონსა 68), ჰალფრედსონი, იტურბე (აგოსტინი 75), ტონი, მარკინიო (ტალები 63).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 0:1 დონატი (53), 0:2 ტონი (72), 1:2 დენისი (87).

გაფრთხილებები: ბენალუანე 26, იეპესი 35, ლივაია 48, კარმონა 68 - სირილიანო 68, დონსა 77.

მსაჯი: დანიელე მინელი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (6)-18 (6), კუთხური: 1-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-5, ჯარიმა: 12-17.

 

პარმა-ინტერი 0:2 (0:0)

პარმა, “ენიო ტარდინი” 12000

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, მოლინარო (სკელოტო 63/ამაური 73), გარგანო, მარკიონი, პაროლო, ბიაბიანი, კასანო, პალადინო (ფელიპე 50).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, სამუელი, როლანდუ, კოვაჩიჩი, დ’ამბროზიო (ძანეტი 59), ერნანესი (გუარინი 88), კამბიასო, ნაგატომო, პალასიო, იკარდი (ბოტა 81).

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 0:1 როლანდუ (48), 0:2 გუარინი (89).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: კასანო 44.

გაფრთხილებები: პალეტა 20, ლუკარელი 47 - სამუელი 6, როლანდუ 79, ერნანესი 85.

გაძევება: პალეტა 46.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 12 (3)-15 (6), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 4-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 14-13.

 

მილანი-ლივორნო 3:0 (1:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 39000

მილანი (4-2-3-1): აბიატი, აბატე, რამი, მექსე, კონსტანტი, დე იონგი (მუნტარი 66), მონტოლივო, ტაარაბტი, კაკა (პაცინი 75), რობინიო (საპონარა 82), ბალოტელი.

მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, რინაუდო, ვალენტინი, კასტელინი, პიჩინი, ბენასი (ბელფოდილი 82), გრეკო, მესბა (სილიგარდი 57), დუნკანი, პაულინიო, ემეგარა (მოსკერა 73).

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.

გოლები: 1:0 ბალოტელი (43), 2:0 ტაარაბტი (51), 3:0 პაცინი (83).

გაფრთხილებები: დე იონგი 24, აბატე 34, რამი 72 - დუნკანი 21, რინაუდო 32.

მსაჯი: მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 20 (4)-13 (1), კუთხური: 8-6, თამაშგარე: 0-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 17-10.

 

უდინეზე-ნაპოლი 1:1 (0:1)

უდინე, “ფრიული” 14000

უდინეზე (4-3-2-1): სკუფეტი, ორტო (ბასტა 79), დანილო, დომიცი, გაბრიელი, ალანი, ბადუ, პინცი (ლოპესი 78), ფერნანდესი, პერეირა, მურიელი (ვიდმერი 86).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, რევეილერი, ფერნანდესი, ენრიკე, გულამი, ბეჰრამი (ჟორჟინიო 74), ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი (ალბიოლი 90), ინსინიე, საპატა (პანდევი 67).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 0:1 კალიეხონი (38), 1:1 ფერნანდესი (54).

გაფრთხილებები: პინცი 1, პერეირა 37 - ფერნანდესი 20, ბეჰრამი 65, ჟორჟინიო 76.

გაძევება: ფერნანდესი 89.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11 (4)-11 (3), კუთხური: 3-0, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 9-14.

 

კატანია-სამპდორია 2:1 (1:0)

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000

კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი (ლეგროტალიე 73), გიომბერი, სპოლი, მონსონი, ისკო, ლოდი, პლაზილი, ბარიენტოსი (ფედატო 82), ბერგესიო, ლეტო (კასტრო 58).

მწვრთნელი: მაურიციო პელეგრინო.

სამპდორია (4-3-3): ფიორილო, ფორნასიერი, მუსტაფი, რეჯინი, კოსტა, ბიარნასონი (ლოპესი 76), სალამონი (კრსტიჩიჩი 66), რენანი, ვსზოლეკი (როდრიგესი 88), ოკაკა, სანსონე.

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 1:0 ლეტო (45), 1:1 ოკაკა (61), 2:1 ბერგესიო (63).

გაფრთხილებები: ბერგესიო 33, სპოლი 41 - მუსტაფი 78, კოსტა 90+1.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 20 (11)-7 (2), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-9, ჯარიმა: 11-22.

 

კიევო-სასუოლო 0:1 (0:1)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 10000

კიევო (4-3-3): აგაცი, სარდო, დაინელი, სეზარი, ფრეი, რადოვანოვიჩი (სტოიანი 74), რიგონი, გუანა (ლაზარევიჩი 58), პალოსკი (პელისიე 81), ჰეტემაი, ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, ანტეი, კანავარო, ლონგი, ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი, ბერარდი (როზი 72), ძაძა (ფლოკარი 84), ფლორო (ციგლერი 64).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლი: 0:1 ბერარდი (40).

გაფრთხილებები: გუანა 34, დაინელი 36, სეზარი 39, ჰეტემაი 90+2 - მისიროლი 39, გაცოლა 63, ბერარდი 70, ბიონდინი 76.

მსაჯი: მაურო ბერგონცი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 9 (4)-17 (5), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-4, ჯარიმა: 20-23.

 

ლაციო-ტორინო 3:3 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო” 32000

ლაციო (3-4-3): ბერიშა, ბიავა, ნოვარეტი, რადუ, კავანდა (პოშტიგა 71), ბილია, ლედესმა, ლულიჩი, კანდრევა, მაური (ანდერსონი 71), კეიტა (პერეირინია 84).

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

ტორინო (4-1-3-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, ბოვო, მორეტი, დარმიანი, გლიკი, კურტიჩი (ტაჩციდისი 65), ვივესი, ელ კადური (გაცი 90+1), მეჯორინი (ბარეტო 80), იმობილე.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 1:0 მაური (42), 1:1 კურტიჩი (52), 2:1 კანდრევა (61, პენ), 2:2 ტაჩციდისი (67), 2:3 იმობილე (89), 3:3 კანდრევა (90+4).

გაფრთხილებები: ლულიჩი 25, ნოვარეტი 72, რადუ 86 - ბოვო 13, გლიკი 60, ვივესი 60.

გაძევება: ნოვარეტი 79.

მსაჯი: მარკო გვიდა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 17 (6)-18 (8), კუთხური: 4-7, თამაშგარე: 0-3, სეივი: 5-3, ჯარიმა: 15-10.

 

იუვენტუსი-ბოლონია 1:0 (0:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38500

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ოგბონა, კიელინი, პირლო, ისლა (პადოინი 81), პოგბა, მარკიზიო, ასამოა, ჯოვინკო (ვიდალი 89), ლიორენტე.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ბოლონია (3-2-3-1-1): კურჩი, ანტონსონი (ლაშალტი 80), სორენსენი, ჩერუბინი, პაციენცა (აკვაფრესკა 89), იბსონი (პაპონი 70), გარიკსი, ფრიბერგი, მორლეო, ხრისტოდულოპულოსი, კრისტალდო.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გოლი: 1:0 პოგბა (64).

გაფრთხილებები: ანტონსონი 53, ფრიბერგი 74.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 17 (7)-8 (2), კუთხური: 6-1, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-6, ჯარიმა: 13-9.

 

ფიორენტინა-რომა 0:1 (0:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 31000

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (ვარგასი 81), პისარო, ვალერო, ილიჩიჩი (ხოაკინი 73), მატოსი (მატრი 46), კუადრადო.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ტოლოი, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 86), პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ლიაიჩი (ბასტოსი 79), ტოტი (ფლორენცი 75), ჟერვინიო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლი: 0:1 ნაინგოლანი (26).

გაფრთხილებები: პასკუალი 42, ტომოვიჩი 90+1, მატრი 90+4 - ლიაიჩი 40, კასტანი 53, დოდო 56, ტოლოი 70.

მსაჯი: პაოლო მაცოლენი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 24 (3)-11 (4), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-3, ჯარიმა: 15-18.

0.157866