არაბული “ალ აინის” საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელი შემტევი მიშელ ბასტოსი, სეზონის ბოლომდე, “რომაში” ითამაშებს. იტალიურმა გუნდმა ტრანსფერი უკვე დაადასტურა.
“რომას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ბასტოსის ნახევარწლიან არენდაში გუნდი 1.1 მილიონ ევროს გადაიხდის. მიმდინარე სეზონის ბოლოს, იტალიელებს 30 წლის ფეხბურთელის 3.5 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
მიშელ ბასტოსი “ალ აინში” გასული წლის ზაფხულში, მას შემდეგ გადავიდა, რაც “შალკემ” მისი “ლიონიდან” გამოსყიდვაზე უარი განაცხადა.