ფეხბურთი

2:15 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ ტურინში შეაჩერეს

„რომას“ შანსი ჰქონდა გამხდარიყო მე-2 გუნდი ევროპის წამყვანი 5 საფეხბურთ ჩემპიოანტის ისტორიაში, რომელიც პირველი 11 თამაშის მოგებას მოახერხებდა, მაგრამ „ჯალოროსი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ მიერ 1960 წელს დამყარებულ რეკორდს ვერ შესწვდა.

სასტარტო 10 თამაშის მოგების შემდეგ, რუდი გარსიას გუნდი აქამდე 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „ტორინოს“ ეწვია. დედაქალაქელებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ბრედლი-პიანიჩი-სტროოტმანის კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაასრულა. 63-ე წუთზე, მეჯერონიმ მეტოქის საჯარიმოში ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი მოიპოვა და კარის წინ მყოფ ჩერჩის საგოლედ უპასა. ამ გოლმა მორგან დე სანკტისის მშრალი სერია შეწყვიტა. 36 წლის კიპერს გოლი 744 წუთის განმავლობაში არ გაეშვა. შესაბამისად, პელიცოლის 774-წუთიანი სერია „რომას“ რეკორდად რჩება.

ტურინში ვერმოგების მიუხედავად, „რომა“ 11 ტურის შემდეგ მოპოვებული ქულების რაოდენობით სერია A-ს რეკორდსმენი მაინც გახდა.

ცალკე უნდა ითქვას მეჰდი ბენატიას მიღწევაზე. „რომას“ მაროკოელმა მცველმა 17-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. „რომაში“ გადასვლამდე და ზედიზედ 10 თამაშის მოგებამდე, მან სერია A-ს გასულ გათამაშებაში, „უდინეზესთან“ ერთად, ბოლო 5 შეხვედრაში იმარჯვა.

ზედიზედ 3 გასვლითი თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, აქტივში 3 ქულა ჩაიწერა მილანის „ინტერმა“, რომელმაც „უდინეზეს“ 3 უპასუხო გოლი გაუტანა. ბოლო 4 მატჩიდან სამის წამგები უდინელების კარში მე-2 გოლი ანდრეა რანოკიამ გაიტანა. 25 წლის უკანახაზელი „ინტერის“ პირველი იტალიელი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეტოქის კარის აღება მოახერხა. ამჟამად, სერია A-ში 2 ისეთი გუნდია დარჩენილი, რომლებსაც იტალიელი მეგოლე არ ჰყავთ. ესენი არიან „ნაპოლი“ და „კატანია“, რომლებმაც ერთმანეთთან შაბათს ითამაშეს.

მე-11 ტური „ინტერის“ გულშემატკივართათვის სასიხარულო იმითაც გამოდგა, რომ გუნდის განაცხადს დაუბრუნდა ხავიერ ძანეტი, მაგრამ ვეტერან არგენტინელს, რომელმაც მძიმე ტრავმა მოირჩინა, თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია.

„უდინეზესთან“ მატჩში „ინტერისთვის“ სერია A-ში სტუმრად მოგებული მე-500 თამაში გამოდგა. ამაზე უკეთესი შედეგი (522) მხოლოდ „იუვენტუსს“ აქვს.

ბოლო 6 თამაშიდან მე-5 ვერ მოიგო „ლაციომ“. დედაქალაქურმა გუნდმა „ჯენოას“ უმასპინძლა და მეტოქეს ზედიზედ მე-2 მოგების საშუალება მისცა.

სერია A-ს ისტორიაში სულ 2 გუნდი იყო, რომელსაც სტუმრად არ მოეგო. დღეს, ასეთ გუნდად მხოლოდ „ტერნარა“ რჩება, რომელსაც იტალიური ფეხბურთის ელიტაში სტუმრად 30-ჯერ უთამაშია, მაგრამ არ გაუმარჯვია. მეტოქის მოედანზე პირველად მოიგო „სასუოლომ“, რომელმაც დაძაბულ მატჩში „სამპდორიას“ სძლია. გენუელებმა პირველი ტაიმი კი მოიგეს, მაგრამ მე-2 ნახევრის დასაწყისში მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს, მალევე კაცნაკლულნი დარჩნენ და კიდევ 2 გოლი გაუშვეს. 65-ე და 81-ე წუთებზე, „სამპდორიამ“ 2-ჯერ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 88-ე წუთზე, მასპინძელთა კარში მე-2 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და „სასუოლომ“ 4:3 მოიგო.

„სასუოლოს“ თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი სერია A-ში, 21-ე საუკუნეში ჰეთ თრიქის შემსრულებელი მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. „სამპდორიას“ კარში 3 გოლის გატანის დროს ის 19 წლისა და 94 დღის იყო. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფრანჩესკო გრანდოლფოს აქვს, რომელმაც 2011 წლის მაისში, „ბოლონია“-„ბარის“ შეხვედრაში, მასპინძლებს 3 გოლი მაშინ გაუტანა, როდესაც მხოლოდ 18 წლისა და 300 დღის იყო.

ბოლო 5 თამაშიდან მე-4 მოიგო „ვერონამ“, რომელიც ევროზონაში იმყოფება. ანდრეა მანდორლინის შეგირდებმა „კალიარის“ უმასპინძლეს და მეტოქეს ზედიზედ მე-3 მარცხი აგემეს.

 

ლივორნო-ატალანტა 1:0 (1:0) 

ლივორნო, “არმანდო პიჩი

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, კოდა, რინაუდო, ჩეჩერინი, მბაიე, ლუცი, გრეკო (დუნკანი 78), გემიტი (პიჩინი 60), ემერსონი, პაულინიო, სილიგარდი (ემეგარა 70).

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

ატალანტა (3-4-1-2): კონსილი, სკალონი, მილიაჩო, კანინი, რაიმონდი, კარმონა, ჩიგარინი, დელ გროსო (დე ლუკა 62), მორალესი (მარილუნგო 85), ლივაია (ბაზელი 39), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლი: 1:0 პაულინიო (11).

გაფრთხილებები: გრეკო 28, კოდა 45+1, რინაუდო 79 - კარმონა 18, მორალესი 56, ჩიგარინი 77, რაიმონდი 87.

გაძევება: კარმონა 34.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 18 (6)-5 (1), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 1-5, სეივი: 1-5, ჯარიმა: 13-15.

 

ვერონა-კალიარი 2:1 (1:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, ჟორჟინიო, ჰალფრედსონი (სალა 72), იტურბე (ლონგო 88), ტონი, იანკოვიჩი (დონატი 61).

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი, როსეტინი (პიზანო 81), არიაუდო, ასტორი, აველარი, დესენა, კონტი, ნაინგოლანი, კაბრერა (იბრაიმი 57), ნენე, საუ (იბარბო 45+1).

მწვრთნელი: ივო პულგა.

გოლები: 1:0 ტონი (8), 2:0 იანკოვიჩი (58), 2:1 კონტი (90+1).

გაფრთხილებები: კონტი 21, ნენე 32, იბარბო 89.

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.

ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 6 (4)-18 (3), კუთხური: 4-6, თამაშგარე: 7-4, სეივი: 2-2, ჯარიმა: 7-20.

 

ლაციო-ჯენოა 0:2 (0:0)

რომი, “ოლიმპიკო

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, კავანდა, სიანი, რადუ, პერეირინია, ლედესმა (კეიტა 73), კანდრევა, გონსალესი (პერეა 61), ონაზი, ანდერსონი (ედერსონი 61), კლოზე.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

ჯენოა (3-1-4-2): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, მათუსალემი, ბიონდინი, კუცკა (დე მაიო 69), კოფიე, მარკეზე (ფეტფაციდისი 46), ანტონელი, ჯილარდინო (კონატე 76).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლები: 0:1 კუცკა (60), 0:2 ჯილარდინო (71, პენ).

გაფრთხილებები: სიანი 70, ლედესმა 71 - მათუსალემი 52.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 17 (4)-7 (3), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-4, ჯარიმა: 15-17.

 

სამპდორია-სასუოლო 3:4 (1:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი

სამპდორია (3-1-4-2): და კოსტა, მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა, გენცოღლუ, დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი (სორიანო 66), გავაცი (ვსზოლეკი 78), ედერი, პოცი (პეტანია 74).

მწვრთნელი: დელიო როსი.

სასუოლო (3-4-3): პეგოლო, ანტეი, ბიანკო, აჩერბი, გაცოლა (ფარიასი 86), მანიანელი, მარონე, ლონგი, ბერარდი, ფლორო (ალექსე 74), მასუჩი (მისიროლი 64).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 1:0 პოცი (19), 1:1 ბერარდი (49), 1:2 ბერარდი (52, პენ), 1:3 ფლორო (63), 2:3 ედერი (65), 3:3 დე სილვესტრი (81), 3:4 ბერარდი (88, პენ).

გაფრთხილებები: გასტალდელო 11, კოსტა 17 - ბერარდი 18, ანტეი 78.

გაძევება: კოსტა 51.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14 (6)-18 (11), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 4-2, სეივი: 7-3, ჯარიმა: 17-14.

 

უდინეზე-ინტერი 0:3 (0:2)

უდინე, “ფრიული

უდინეზე (3-1-4-2): ბრკიჩი, ნალდო, დანილო, დომიცი, ალანი, ვიდმერი, ბადუ, პერეირა (ფერნანდესი 58), გაბრიელ სილვა, მურიელი (ლოპეს ნიკოლასი 70), დი ნატალე (რანეგიე 57).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ინტერი (3-1-4-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია (ანდრეოლი 83), სამუელი (როლანდო 37), ჟეზუსი, კამბიასო, ჯონათანი (პერეირა 69), ტაიდერი, ალვარესი, ნაგატომო, გუარინი, პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 0:1 პალასიო (25), 0:2 რანოკია (29), 0:3 ალვარესი (90+1).

გაფრთხილებები: რანოკია 74, პერეირა 77, ჟუანი 90+1.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 10 (3)-13 (5), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-3, ჯარიმა: 12-11.

 

ტორინო-რომა 1:1 (0:1)

ტურინი, “ოლიმპიკო

ტორინო (4-3-3): პადელი, დარმიანი, გლიკი, მორეტი, დ’ამბროზიო, გაცი, ბაშა, ელ კადური (ბელომო 75), ჩერჩი (მაქსიმოვიჩი 90), მეჯორინი, ბარეტო (იმობილე 59).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია (მარკინიო 73), ბურდისო, ბალძარეტი, ბრედლი, დე როსი, სტროოტმანი, ფლორენცი (დოდო 88), ბორიელო (ლიაიჩი 67), პიანიჩი.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 0:1 სტროოტმანი (28), 1:1 ჩერჩი (63).

გაფრთხილებები: დ’ამბროზიო 79, ბაშა 87 - ბენატია 26, ბრედლი 53, მაიკონი 90+4.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 14 (5)-12 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 11-10.

0.204261