ფეხბურთი

14:22 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ლენსით დაინტერესდა

 

იტალიური მედიის ცნობით, "რომა" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "კიევის დინამოს" თავდამსხმელ ჯერმეინ ლენსით დაინტერესდა. ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად მუნდიალზე იმყოფება. "რომაში" უკვე თამაშობს კიდევ ერთი ჰოლანდიელი კევინ სტროტმანი.

გასული სეზონის დასაწყისამდე, კიევის "დინამომ" 26 წლის ფეხბურთელი პსვ-გან 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. უკრაინულ კლუბში პირველივე წელს, ლენსმა 41 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

ჰოლანდიელი თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 10 მილიონ ევროს შეადგენ. იტალიურ მხარეს კიეველებისთვის ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხა ჯერ არ შეუთავაზებია. უკრაინაში მიმდინარე არეულობის გამო, შესაძლოა, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა კლუბის გამოცვლის სურვილი გამოთქვას.

 

გიორგი ბალახაძე

 

0.114369