ფეხბურთი

23:54 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” დე როსის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

იტალიური “რომას” ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარმცველის, დანიელე დე როსის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს.

“რომასა” და “ინტერს” შორის გამართული შეხვედრის დროს, დე როსიმ მაურო იკარდის სახეში ჩაარტყა, რის გამოც, მან 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და გარდა ამისა, ჩეზარე პრანდელიმ ის ეროვნულ ნაკრებშიც არ გამოიძახა.

Football Italia-ს ინფორმაციით, “რომა” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. დედაქალაქელთა მიზანი არა დისკვალიფიკაციის მოხსნა, არამედ შემცირება იქნება.

0.113674