იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. Football Italia-ს ინფორმაციით, მხარეები ერთხმად ადასტურებენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
“უკანასკნელ დეტალებზე ვთანხმდებით. სულ ცოტაღა დაგვრჩა და კონტრაქტს გავაფორმებთ. ახლა, პრეზიდენტსა და მის ხელმოწერას ველით”, - განაცხადა ტოტიმ.
37 წლის ტოტის განცხადებას რომაელთა გენერალური დირექტორი მაურო ბალდისონი გამოეხმაურა: “მხოლოდ მცირე დეტალებში გარკვევა დაგვრჩა. ტოტი კონტრაქტს მალე გააფორმებს. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ”.
ტოტის ახალ კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე ექნება. მისი წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონიდან 3.2 მილიონ ევრომდე შემცირდება.