ფეხბურთი

13:26 | 21.08.2013 | ნანახია 1308 - ჯერ

“რომა” და “ტოტენჰემი” ლამელაზე ვერ თანხმდებიან

მიუხედავად ინგლისური გამომცემლობების მტკიცებისა, რომ არგენტინელი შემტევი ერიკ ლამელა სულ მალე ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი გახდება, Sky Italia ირწმუნება, კლუბებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიესო.

“რომა” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო “ტოტენჰემი” მხოლოდ 30 მილიონის გადახდასაა ყაბულს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფეხბურთში 5 მილიონი დიდი სხვაობა სულაც არაა და მოლაპარაკებები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ის შეჩერებულია.

მეორეს მხრივ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლამელის აგენტი ლონდონშია და კლუბთან ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, “არსენალმა”, ან “ლივერპულმა” ერიკი “ტოტენჰემს” ცხვირწინ ააცალონ. არგენტინელმა სერია A-ს გასული სეზონის 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:27 | 21.08.2013
datoroma (50)

ვერც მიაღწევენ ლამელა არ იყიდება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!11

17:46 | 21.08.2013
qartvela1980 (41)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/soccertips.soccertips')>0?'https://www.facebook.com/soccertips.soccertips':'https://www.facebook.com/soccertips.soccertips')) საფეხბურთო პროგნოზები

16:47 | 21.08.2013
ronald0 (13826)

alcantara_

ხო მეც მომეწონა თამაში ბოლოს ჩავრთე მარა რასაც ვუყურე კარგი იყო მერე მიმოხილვასაც ვუყურე და მომეწონა საბოოლოო ჯამში.. წელს მაგარი პრემიერ ლიგა იქნება უძლიერესი ერთმანეთის ჭამა წავა ესე მგონია სიტი ან ჩელსი გახდება ჩემპიონი ))

16:49 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

გეთანხმები ყველაფერში +1111 მე ლივერს ვბალეშიკობ ბარსაზე არანაკლებ მიყვარს ეგ კლუბი პროსტა ამ ბოლო წარუმატებლობის გამო რეაქცია აღარ მაქ მაგათ წაგებებზე იქნებ წელს რამე ქნან : ))

16:52 | 21.08.2013
ronald0 (13826)

ლივერპული ისე არ მევასება მარა წელს ვქომაგობ იმედია რამეს მიაღწევენ მაგრამ 1-2 ტრანსფერი აუცილებლად სჭირდებათ თორე ძაან გაუძნელდებათ ამხელა სეზონის ჩატარება.. ღმერთმა არ ქნას ჟერარდს რამე მოუვიდეს ეგრევე დაერხევათ ძააან სუსტი ცენტრი ყავთ

16:57 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

აბა შენ ეგა თქვი ეგ კაცი რო არ ყავდეთ რა ეშველებოდათ მთავარია ქულები უაზრიდ არ დაკარგონ ასტონ ვილებთან და ნორვიჩებთან თორე გრანდებთან კი დებენ სულს და გულს

17:01 | 21.08.2013
ronald0 (13826)

გრანდების რისხვა არიან )) ჩელსის მითუმეტეს!!!

16:00 | 21.08.2013
Biancocelesti (128)

ესაც თუ გაუშვეს დერბიში ვიღას ვეთამაშოთ დერმის მუღამს უკარგავს რომა

16:01 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

ლაციოს ბალეშიკი ხარ ალბათ თქვენ იუვეზეც მასე იძახდით თასი ჩვენიაო მაგრამ 4:0 წააგო ლაციომ D ასე რომ დღესდღეობით ლაციო არაფრით მეტი არაა რომაზე

16:27 | 21.08.2013
ronald0 (13826)

ლაციოს ერთი ბალეშიკი აგერ ვარ კიდე )) იუვენტუსთან მოგება მართლაც შეუძლებელი იყო მაგრად დერბიში ლაციო მოუვარებს ))

16:30 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

რამდენ გუნდს ბალეშიკობ კი მარა DDD დორტმუნდიც ხო გევასება თუ ვცდები : ))

16:38 | 21.08.2013
ronald0 (13826)

ხოო დორტმუნდიც ჩემი გუნდია )) ეხლა ნაპოლიც მიემატა სიას

16:40 | 21.08.2013
ronald0 (13826)

ხოო გუშინ კიდე პსვ მიემატა

16:43 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

DDD

16:40 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

და სიტიც ალბათ D

16:41 | 21.08.2013
ronald0 (13826)

სიტი ადრე მევასებოდა მერე შემზიზღდა სულ მანჩინის ბრალია

16:43 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

ეხლა ნიუკასლთან მე რო თამაშს ვუყურე რავიცი რა უძლიერესები არიან პელეგრინის ხელი ეტყობათ თან ყველაფერი ზომიერად აქვთ თამაშში ჩაწოდებებიც ბურთის გორაობა დააბალანსა პელომ ანუ სუფთა ინგლისურ ფეხბურთს არ თამაშობენ თუმცა გასაკვირი არცაა 6 თუ 7 ესპანელი ყავთ ძალიან კარგი გუნდია წელს

16:47 | 21.08.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

6-7 რაღა არი და 4-5 უნდა დამეწერა

16:43 | 21.08.2013
ronald0 (13826)

თან კარლიტოს პონტში მევასებოდა სიტი და ეგეც გაყიდეს ეხლა ))

15:40 | 21.08.2013
იკა..იუვე..10 (4132)

ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელები არ უნდა გაუშვას რომამ.. ბოლო ბოლო რომაა თუ კრისტალ პალასი. მარკინიოსის გაშვებას კიდე აიტანს გუნდი, აი ეს თუ წავა მომავალ წელს რომას კაი არაფერი ელოდება

15:07 | 21.08.2013
ronald0 (13826)

სოლდადო გაუშვეს ამას უშვებენ ვინღა უნდა ითამაშოს შეტევაში???

15:13 | 21.08.2013
pupone10 (1042)

ოსვალდო გინდოდა ალბათ გეთქვა. ისევ ბებერი მგელი შეუტევს, სავარაუდოდ ლამელაც დარჩება და ლამელა ტოტი დესტრო/ჟერვინიოს ტრიო იქნება წინ.

15:28 | 21.08.2013
ronald0 (13826)

ვითომ ლამელა თუ წავიდა ნანის მოიყვანენო.. მაგრამ შენ ვინც ჩამოთვალე გამოკვეთილი ფორვარდი არავინ არაა ოსვალდოს ნაირი ცხრიანს ვგულისხმობ რა ბორიელოსი კიდევ არ მჯერა მე მაგარი ტრუხა მოთამაშეა .. ერთი ფორვარდი სჭორდებათ ფულიც აქვთ გადაიხადონ 10-15 ლიმონი კაი იგროკს დაითრივენ ვინმეს ))

15:51 | 21.08.2013
pupone10 (1042)

დესტრო არის შედარებით ცენტრი მაგათში, უბრალოდ მაზილაა და ჯერ მაინც გამოუცდელი, არადა რომას ისეთი შემქმნელები ყავს ტოტის პიანიჩის და სტროტმანის სახით, რომ ერთი კარგი ცენტრფორვარდი ნამდვილად დახატავდა გუნდს. ეხლა ამბობენ ადრიან ლოპესი ატლეტიკოდან შეიძლება დაითრიონო. სხვა მხრივ გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და მინიმუმ სამეულისთვის ბრძოლა შეუძლია.

16:26 | 21.08.2013
ronald0 (13826)

კი როგორც გუნდი მომწონს ისე იუვენტინოელი ფორვარდებიდან რომელიმე რომ გადმოეყვანათ არ იქნებოდა ურიგო არ არიან ცუდი შემრულებლები არც მატრი და არც კვარიარელა..

15:08 | 21.08.2013
ronald0 (13826)

სოლდადო მეთქი მეც მაგარი ვარ ოსვალდო

15:03 | 21.08.2013
giorgi931 (5)

ლამელა მართლაც რომ ნიჭიერი ფეხბურთელია და ტოტენჰემს გამოადგება.

14:47 | 21.08.2013
pupone10 (1042)

თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგის საგზური ამის გაშვება არ შეიძლება. ერთერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და დიდი პოტენციალი აქვს მომატების.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.12394