“რომა” და “პარმა” 2 თებერვალს შეწყვეტილ თამაშს 2 ან 9 აპრილს დაასრულებენ. ეს გადაწყვეტილება იტალიის ფეხბურთის ლიგამ დღეს გაახმოვანა.
“რომასა” და “პარმას” შორის მიმდინარე შეხვედრა, მე-13 წუთზე, უამინდობის გამო შეწყდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თამაში 2 აპრილისთვისაა გადატანილი. იმ შემთხვევაში, თუ “ლაციო” ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და 3 აპრილს “ოლიმპიკოზე” ევროტურნირის მატჩის ჩატარება გახდა საჭირო, “რომა”-“პარმას” დაპირისპირება ერთი კვირით გვიან, 9 აპრილს გაიმართება.