ფეხბურთი

14:01 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ბრედლის “სანდერლენდს” არ მიჰყიდის

ინგლისის “სანდერლენდმა”, იტალიურ “რომას”, ამერიკელ ნახევარმცველ მაიკლ ბრედლის შეძენის სურვილით მიმართა, მაგრამ “ძუ მგლებისგან” კატეგორიული უარი მიიღო.

The Guardian-ის ცნობით, “შავი კატების” იტალიელი მთავარი მწვრთნელი პაოლო დი კანიო, შეტევის ხაზის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებს ეძებს და ყურადღება რომს მიაპყრო, სადაც 26 წლის ამერიკელი გამოდის.

“სანდერლენდი” მზად იყო, ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაეღო, მაგრამ იტალიელებმა არ ისურვეს იმ ფეხბურთელთან განშორება, რომელსაც ნახევარდაცვის თავდასხმასთან დაკავშირება ძალიან კარგად შეუძლია. უარყოფით პასუხზე დიდი გავლენა, ერიკ ლამელას ფაქტორმა იქონია, რომელიც უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ლონდონის “ტოტენჰემში” გადავიდეს და რომაელებს კიდევ ერთი სასარგებლო ფეხბურთელის დაკარგვა არ უნდათ.

ბრედლიმ, სერია A-ს გასულ სეზონში 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

 

0.121853