ფეხბურთი

11:29 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” ბენატიაში 40 მილიონს ითხოვს

იტალიური “რომა” მეჰდი ბენატიას გაყიდვის წინააღმდეგი არაა, მაგრამ მცველის სანაცვლოდ, სოლიდური თანხის მიღება სურს. აპენინური მედიის ცნობით, “ჯალოროსის” ხელმძღვანელები 27 წლის მაროკოელში 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

საგულისხმოა, რომ თავად უკანახაზელმა იტალიის დედაქალაქიდან აბარგების სურვილი ღიად გამოთქვა. რომაელები ბენატიას არ დააკავებენ, თუკი მსურველი კლუბი 40 მილიონ ევროს გადაიხდის. რამდენადაც ცნობილია, მაროკოელის შეძენით “მანჩესტერ სიტი”, “ტოტენჰემი” და “ჩელსი არიან დაინტერესებულნი.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ბენატიამ რომაელთა შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა და აქტივში 5 გოლი ჩაიწერა.

 

0.116764