ცნობილი გახდა მეჰდი ბენატიას იტალიური “რომადან” მიუნხენის “ბაიერნში” ტრანსფერის ოფიციალური ღირებულება.
რომაული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის მაროკოს ეროვნული ნაკრების მცველის სანაცვლოდ გერმანელები 26 მილიონ ევროს გადაიხდიან და კიდევ 4 მილიონს ბონუსის სახით, თუკი ბენატიას და “ბაიერნს” წარმატებული სეზონი ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ მეჰდიმ გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.







