იტალიური პრესის ცნობით, “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა, “რომა” ჩაიბაროს.
ზდენეკ ზემანის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, რომაული კლუბი მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ჯალოროსის” დირექტორმა, ფრანკო ბალდინიმ არჩევანი პსჟ-ს იტალიელ დამრიგებელზე, კარლო ანჩელოტიზე შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.