“რომას” ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში “მილანის” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან ოფიციალური მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს. იტალიური პრესის ცნობით, რომაელებს უკვე ფინანსური შეთავაზებაც გამზადებული ჰქონიათ და ალეგრის ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, წლიურ გასამრჯელოდ 3,5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.