იტალიური “რომა” შეტევის ხაზის გაძლიერებას მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ადრიანით გეგმავს. AS-ის ინფორმაციით, რომაელები მზად არიან, 25 წლის ესპანელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადონ.
უახლოეს დღეებში იტალიელთა დელეგაცია ესპანეთში მოლაპარაკებების დასაწყებად გაემგზავრება, კლუბი კი, შემტევი სამეულიდან - ოსვალდო-პიანიჩი-ლამელი - ერთ-ერთის გაყიდვას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ადრიანს “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან პრიმერა დივიზიონის გასული ჩემპიონატის 32 მატჩში 3 გოლი გაიტანა.