კალათბურთი

20:19 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპმა” რვეული შეავსო

“ოლიმპმა” “მაკაბის” საქართველოს თასის მე-12 გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2  შეხვედრაც მოუგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოს” დაუპირისპირდება.

“ოლიმპი”-“მაკაბის” პირველი შეხვედრა ქვეყნის ვიცეჩემპიონმა “ოლიმპმა” 21 ქულის სხვაობით 81:60 მოიგო. “მაკაბის” დიდი მცდელობის მიუხედავად, რევანში არ შედგა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც “ოლიმპმა” 16 ქულის სხვაობით – 48:32 მოიგო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 107:74 “ოლიმპის” სასარგებლოდ, რომელმაც სერია 2:0 მოიგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 27 ქულა “მაკაბის” ფორვარდმა ლევან რევაზაშვილმა დააგროვა, რომელსაც “მაკაბის” ფორვარდი ნოდარ თენეიშვილი ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, რომ “დინამო”-“ოლიმპის” გარდა, მეოთხედფინალში სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: “არმია”-“რუსთავი”, “ქუთაისი-2010”-“შსს აკადემია”, “სოხუმი”-“ბათუმი-რსუ”. მეოთხედფინალები 20-დან 23 იანვრის, ნახევარფინალები 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, ხოლო ფინალი 29 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. მეოთხედინალები და ნახევაფინალები იგივე სისტემით გაიმართება, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა.

საქართველოს თასის აქამდე ჩატარებული 11 გათამაშება 9 გუნდმა მოიგო. მათგან “თბილავიამშენმა” და “არმიამ” ორ-ორჯერ, ხოლო “ბასკომ, “დინამომ”, სტუმ, თსუ-“ნიკორამ”, სსაუმ, “ენერჯი-ინვესტმა” და “შსს აკადემიამ” კი თითოჯერ შეძლეს თასის აღება.

მეოთხედფინალის შეხვედრათა განრიგი

პირველი შეხვედრები

20 იანვარი

ქ. რუსთავი

“რუსთავი-“არმია” 18:00

თბილისი

“სოხუმი”-“ბათუმი-რსუ” 13:00

“ოლიმპი”-“დინამო” 15:00

“შსს აკადემია”-“ქუთაისი-2010” 17:00

განმეორებითი შეხვედრები

22 იანვარი

ქუთაისი

“ქუთაისი-2010”-“შსს აკადემია” 18:00

ბათუმი

“ბათუმი-რსუ”-“სოხუმი” 17:00

23 იანვარი

თბილისი

“არმია”-“რუსთავი” 18:00

“დინამო”-“ოლიმპი” 20:00

 

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.237489