ჩოგბურთი

12:54 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“როლან გაროსს” უიმბლდონმაც მიბაძა

 საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაზე ორგანიზატორებმა საპრიზო ფონდი რომ გაზარდეს, ადრე გაუწყეთ. “როლან გაროსს” არც უიმბლდონი “ჩამორჩა” – ცნობილი გახდა, რომ წლის მესამე სადიდსლემო ტურნირის საპრიზო ოდენობა ამჯერად 25 მილიონი გირვანქა იქნება, რაც შარშანდელთან შედარებით 10 პროცენტით მეტია. ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულები მილიონ 760000 გირვანქას მიიღებენ, ეს კი 600000 დოლარით მეტია იმასთან შედარებით, რასაც საფრანგეთის ღია პირველობის ტრიუმფატორებს დაუსვამენ საბანკო ანგარიშზე.

საგრძნობლად გაეზარდათ სამონაწილეო თანხა იმ ჩოგბურთელებს, რომლებიც უიმბლდონზე საწყის ეტაპებზე დამარცხდებიან. მეოთხე სტადიამდე არმისული მოთამაშეები წლეულს 12.5 პროცენტით მეტ თანხას მიიღებენ, ვიდრე შარშან.

უიმბლდონის ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით მატჩები 17 კორტზე ჩატარდება. ამასთან, შეხვედრები არ გაიმართება რიგით 14-ე და 15-ე კორტებზე. ეს საჩოგბურთო კლუბის სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით გაკეთდება. უიმბლდონზე აკრედიტებულ ფოტოკორესპონდენტებს, ბურთის მიმწოდებელ ბიჭებსა და გოგონებს მეტი სამოქმედო არეალი შექმნებათ. გაიხსნება მედიარესტორანი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურება დანაყრებისა და დასვენების მსურველთ.

უიმბლდონის წლევანდელი გათამაშება 23 ივნისს აიღებს სტარტს და 6 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173354