კარიერის განმავლობაში ერთ კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით “სან-პაულუს” მეკარე როჟერიო სენი ლეგენდარულ პელეს გაუთანაბრდა.
“კოპა სუდამერიკანას” პირველ ნახევარფინალში “პონტე-პრეტასთან” ჩატარებული პირველი მატჩი (1:3) სენისთვის “სან-პაულუს” რიგებში 1116-ე აღმოჩნდა. ამრიგად, მან პელეს რეკორდი გაიმეორა, რომელსაც “სანტოსში” ამდენჯერვე უთამაშია.
სენი თავის მიღწევას მორიდებით გამოეხმაურა: “პელეს ტოლ-სწორი არ ჰყავს, ამიტომ მასთან ჩემი შედარება არ ღირს”.
სენი “სან-პაულუში” 23 წლის განმავლობაში გამოდის და 30 ტიტულის მოგების გარდა, 113 გოლი გაუტანია.
“სან-პაულუს” სურს 40 წლის მეკარესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს , მაგრამ ჯერ სენის ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია.