ფეხბურთი

10:05 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როისს უიღბლობა არ ეშვება

მარკო როისი ისევ დაშავდა. ამჯრად, გერმანია-შოტლანდიის ევროშესარჩევი მატჩის (2:1) ბოლო წუთზე. დორტმუნდელთა ვარსკვლავს ექიმებმა სასწრაფოდ აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა ორშაბათს შუადღეს გაირკვევა ტრავმის სერიოზულობა.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ფრთხილი ოპტიმიზმით ისაუბრა:

"ერთი შეხედვით, ისეთი მძიმე ტრავმა არაა, როგორიც მუნდიალის წინ მიიღო. თუმცა ისევ ტერფი იტკინა. ექიმები ორშაბათს საფუძვლიანად გასინჯავენ მარკოს და გამოჩნდება, როგორ იქნება საქმე".

როგორც იცით, როისმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთთან მატჩში მიიღო ტრავმა და მუნდიალი გაუცდა.

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.065389